Tuesday, May 12, 2015

ტრენინგის შეჯამება

ტრენინგის ეს კურსი  ძალიან   მნიშვნელოვანი  იყო.ის დამეხმარება  რომ  ჩემი  გაკვეთილები   იყოს უფრო  საინტერესო და  ნაყოფიერი. სასწავლო  პროცესში ტექნოლოგიების   გამოყენება  განუვითარებს   მოსწავლეებს   მაღალ სააზროვნო უნარებს,  ასევე  21-ე   საუკუნის  უნარ-ჩვევებს.

რადგან  პროექტებით  სწავლება ზრდის  მოტივაციას მოსწავლეებში მათემატიკის  გაკვეთილებზე მისი გამოყენება  კიდევ  უფრო  განამტკიცებს ამ  საგნის  ცხოვრებაში  გამოყენებას.  ისინი  შეძლებენ   გადაჭრან  პრობლემები,  იაზროვნონ  დამოუკიდებლად.
     
       დიდი  მადლობა  ქ-ნ  ქეთი  ცერაძეს,  რომელიც  გამოირჩევა  შეუდარებელი  ენერგიით  და  შრომისმოყვარეობით.

მეცხრე დღე

გავიმეორეთ  მერვე დღის მასალა საქაღალდის გადატანა ბლოგზე. ვისწავლეთ ფაილის  ბლოგზე  გადატანა,  რომელსაც  გამოვიყენებთ  პორტფოლიოს მართვაში.ასევე  ვისწავლეთ ჩანაწერში მისამართის   მიბმა,  რაც დაგვეხმარება სწრაფად  მოვძებნოთ ჩვენთვის  საჭირო  მისამართი.
    მოვისმინეთ  ჯგუფის წევრების პროექტების  პრეზენტაციები.გავუზიარეთ  ერთმანეთს  აზრები.

Sunday, May 10, 2015

მერვე დღე

გამეორების  შემდეგ ტრენინგი დავიწყეთ ფასილიტაციის ტექნოლოგიებით . ვნახეთ ფასილიტაციის ნიმუშები,  შევქმენით  ნიმუშები  POWER-POINT-ში და შევინახეთ ჩვენი საქაღალდის   დამხმარე რესურსების ქვედა  საქაღალდეში.
გადავხედეთ პორტფოლიოს,  საქაღალდის  ფაილებს და მოვაწესრიგეთ. შეუცვალეთ  სახელები  ფაილებს.
 ვისწავლეთ ბლოგზე საქაღალდის  ატვირთვა.

Saturday, May 9, 2015

მეშვიდე დღე

    გავიმეორეთ  წინა მეცადინეობის  მასალა. ვისწავლეთ როგორ უნდა ჩავრთოთ ყველა მოსწავ ლე პროექტის  მსვლელობაში, რომ უნდა გავითვალისწინოთ  მათი საჭიროებები.
შემდეგ  შევედით ბლოგში და გავეცანით  HTML გაჯეტს.სად  როგორ უნდა  გამოვიყენოთ ეს  გაჯეტი
  შემდეგ ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმის შედგენაზე. დაწვრილებით ჩამოვწერეთ პროექტის  თანმიმდევრობა და გავგზავნეთ ჩვენს  ფოსტაზე.

Sunday, May 3, 2015

                               
                                                 მეექვსე    დღე



გავიმეორეთ  წინა  დღის  მასალა.ვისწავლეთ  როგორ უნდა  გააკეთოს  მოსწავლემ  პრეზენტაცია.ვნახეთ ნიმუშები  და ამის  მიხედვით  გავაკეთეთ  ჩვენი  პროექტის  პრეზენტაცია.
ვნახეთ სხვადასხვა პროექტის შეფასების  რუბრიკები და შევინახეთ ის ფორმები რომლებიც  მოგვეწონა და გამოგვადგება  ჩვენი პრეზენტაციისთვის.

ამ ექვს დღეში ძალიან ბევრი რამ გავიგე. მეტად მნიშვნელოვანი ტრენინგია სასწავლო  პროცესში  პროექტის და   პრეზენტაციის  თანამედროვე  მოთხოვნების შესაბამისად  მოსამზადებლად.

Saturday, May 2, 2015

მეხუთე დღე

               
                                       


გავიმეორეთ წინა მეცადინეობის აქტივობები..მოვიძიეთ ;პროექტისთვის საჭირო  ინფორმაცია  და სურათები. მივუთითეთ  შესაბამისი მისამართი,  გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი და ინტერნეტ  მისამართები.
   დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები.
 ბლოგზე  მუშაობის პროცესში  კიდევ ერთხელ გავაკეთეთ ბლოგის  სათაურის შეცვლა.
ვისწავლეთ ბლოგის წაშლა და აღდგენა  .
 ვიმუშავეთ  გაჯეტების ჩასმაზე,  წაშლაზე და აღდგენაზე.

Sunday, April 26, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

    გავიმეორეთ  მესამე  დღის  თემატიკა. როგორ  განვსაზღვრავთ  მიზანს, სტანდარტს.  როგორი  კითხვების  დასმაა საჭირო.  შემდეგ  გადავედით  შეფასების  სხვადასხვა

 მეთოდების  გაცნობაზე, კერძოდ განმავითარებელ  და   განმსაზღვრელ  შეფასებაზე.

ვისწალეთ  რომ  განმავითარებელი  შეფასების  დროს  შეიძლება შევაფასოთ  კითხვარით, ტესტით, ვენის დიაგრამით.

ვისწავლეთ  ბლოგზე  სათაურის შეცვლა, სურათების განთავსება და წაშლა.

Saturday, April 25, 2015

ტრენინგის მესამე დღე



ტრენინგი  დავიწყეთ მეორე დღის  გამეორებით. ვისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა, შეფასება, ნიმუშები და დამხმარე  მასალა.
 
ვისწავლეთ  სტანდარტის დადგენა, მიზნის განსაზღვრა  ასევე  მიმართულების კითხვები, სურათების ჩასმა  ბლოგში.

Saturday, April 18, 2015

ტრენინგის პირველი დღე

          გავეცანი, რომ ინტელის სასწავლო კურსი გულისხმობს სწავლებას  პროექტებით.
  ტრენერმა გაგვაცნო  პროექტის მიზანი.

1. როგორ იწერება პროექტი
 2.ტექნიკური მიზანი -ბლოგი
3.ტექნიკური უნარ-ჩვებების გაუმჯობესება
   
   გავეცანი პროექტის მოთხოვნებს და პროექტის პორტფოლიოს შექმნას.